აუტიზმის ცნობიერების ამაღლების დღე საქართველოშიც აღინიშნა. წმ. გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრის მიერ, ილიას უნივერსიტეტში ამ დღესთან დაკავშირებით აუტისტ ბავშვებზე დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. ღონისძიებაზე მისული სტუმრები, ბავშვები და მათი მშობლები ბახვა წერედიანის მარიონეტებმა გაამხიარულეს.2 აპრილი, აუტიზმის მსოფლიო დღედ, 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასაბლეამ გამოაცხადა.Saturday, April 6, 2013
აუტიზმის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე
აუტიზმის ცნობიერების ამაღლების დღე საქართველოშიც აღინიშნა. წმ. გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრის მიერ, ილიას უნივერსიტეტში ამ დღესთან დაკავშირებით აუტისტ ბავშვებზე დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. ღონისძიებაზე მისული სტუმრები, ბავშვები და მათი მშობლები ბახვა წერედიანის მარიონეტებმა გაამხიარულეს.2 აპრილი, აუტიზმის მსოფლიო დღედ, 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასაბლეამ გამოაცხადა.Monday, March 25, 2013
Tuesday, March 19, 2013
Tuesday, March 12, 2013
რა არის აუტიზმი?
შევეცდებით უკეთ აგიხსნათ რას წარმოადგენს აუტიზმი, რა არის ის სამი ძირითადი პრობლემა, რომელიც ყველა აუტიზმის მქონე ადამიანს აწუხებს, რამდენი ადამიანი იმყოფება ამგვარ მდგომარეობაში და რამ შეიძლება გამოიწვიოს ის.
როგორ აღიქვამენ აუტიზმის მქონე ადამიანები სამყაროს?
აუტიზმის მქონე ადამიანები ამბობენ, რომ სამყარო მათთვის ხალხის, ადგილებისა და მოვლენების გროვაა, რომლის აღსაქმელადაც იბრძვიან და რამაც შეიძლება დიდად ააღელვოს ისინი.
კერძოდ, ხალხის გაგება და მათთან ურთიერთობა, ასევე ყოველდღიურ ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებაც კი შეიძლება გაუჭირდეთ. სხვები თითქოს ინტუიციურად ხვდებიან, როგორ უნდა იურთიერთონ ერთმანეთთან და ზოგიერთ აუტიზმის მქონე ადამიანს შეიძლება გაუკვირდეს კიდეც, რატომ არის თავად “განსხვავებული”.
Subscribe to:
Posts (Atom)
