“საქართველოს აუტიზმის ასოციაცია” - არასამეწარმეო იურიდიულ პირი, რომლის
დამფუძნებლები არიან მშობლები, ფსიქოლოგები და ექიმები. ასოციაციის მიზნებია აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე
პირთა და მათ ახლობელთა პრობლემების შესწავლა და მათ მოგვარებაში დახმარება. ასოციაცია
რეგისტრირებულია
2009 წლის 10 სექტემბერს ქ. თბილისის
ვაკე–საბურთალოს გამგეობის მიერ, რეგისტრაციის ნომერი
- 205287107.
„საქართველოს აუტიზმის ასოციაციის“ მოღვაწეობის შედეგად:
- ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მოეწყო საქართველოში პირველი "აუტიზმის ცენტრი",
რომელიც მუშაობს მსოფლიოში აპრობირებული ABA მეთოდით. ამ ცენტრში შესაძლებელია აუტიზმის
მქონე 2-9 წლის ბავშვების ინდივიდუალური მეცადინეობა
დღეში 9 საათის განმავლობაში. ცენტრი ძალზე პატარაა - თუმცა ამჟამად 29 ბავშვს ემსახურება, აქედან 12 სასკოლო ასაკისაა.“აუტიზმის ცენტრი” წარმოადგენს
სასწავლო-პრაქტიკულ ბაზას ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრებისა და
მაგისტრებისათვის.
- 2010 წლიდან ყოველწლიურად ცენტრში ილიას და
ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტების ფსიქოლოგიის
ფაკულტეტების დაახლოებით 20 სტუდენტი მოდის სასწავლო-პრაქტიკული გამოცდილების
მისაღებად. ამჟამად “აუტიზმის
ცენტრში” 30 თანამშრომელია.
- ილიას
უნივერსიტეტის პროფესორებთან თანამშრომლობით შედგენილი იქნა სასწავლო
კურიკულუმები ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. „აუტიზმი“, როგორც სპეციალობა
გამოიყო ცალკე მიმართულებად.
- ყოველწლიურად, ჩვენი
მოწვევით, თბილისში ჩამოდიან ცენტრალური კალიფორნიის აუტიზმის ცენტრის
წამყვანი პროფესორები და ატარებენ საზაფხულო
სკოლას მიმართული ქცევის ანალიზში. ჩვენი სტუდენტების გარდა ამ ტრენინგებში
მონაწილეობა უკვე მიიღეს ქუთაისიდან
და ბათუმიდან ჩამოსულმა ფსიქოლოგებმა და იმ საჯარო სკოლების პედაგოგებმა და
ფსიქოლოგებმა, რომლებშიც დადიან ჩვენი ცენტრის აღსაზრდელები.
- ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ
2011 წელს დაფინანსდა ჩვენი პროექტი აუტიზმის
ცენტრის განვითარება (კოდი Med/02/11 – 17676). 2012 წელს
დაფინანსდა კიდევ ერთი პროექტი- ასა-ს
მქონე ინდივიდთა განათლებისა და ჯანდაცვის უფლებების ადვოკატირება (კოდი 18 391, დასრულდა 2013 წლის 15
იანვარს), რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევეცადეთ გვეზრუნა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ინდივიდების განათლების
ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, მათთვის შშმ პირთათვის განკუთვნილი სტატუსის და
სააბილიტაციო სერვისის ვაუჩერული ტიპის ანაზღაურების უფლების მინიჭებაზე.
- ვმონაწილეობდით
ფონდი ღია საზოგადოება- საქართველოს მიერ
ორგანიზებულ არასამთავრობო სექტორის შეხვედრაში პარლამენტის ამჟამინდელ თავმჯდომარესთან, ბატონ დავით უსუფაშვილთან. შედეგად-
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური
საკითხების, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, აგრეთვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტებში. შევიტანეთ
კანონპროექტი ასა-ს მქონე ინდივიდთა
დიაგნოსტიკის და აბილიტაციის წესის შესახებ.
- ჩვენი
მონაწილეობით ითარგმნა და ნაწილობრივ ადაპტირდა აუტიზმის სკრინინგის, დიაგნოსტირებისა და შეფასების, აგრეთვე სერვისების მიწოდებისა და სტატუსის
მინიჭების ირლანდიური და ამერიკული, ამჟამად მოქმედი, უახლესი გაიდლაინები,
რომელიც შეტანილი იქნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროში.
- არაერთგზის
შედგა შეხვედრა განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს
ინკლუზიური განათლების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, ასევე ჯანდაცვის
ძველი და ახალი მინისტრების მოადგილეებთან, მათ შორის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე
საკოორდინაციო საბჭოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლის
-პირადად გიორგი ძნელაძის ხელშეწყობით და მონაწილეობით, არეთვე საქართველოს საქმიანი ქალები
ქველმოქმედებისათვის დამფუძნებლის-
თამთა დემურიშვილის დახმარებით.
- ასოციაციის
ძალისხმევით ამოქმედდა და ამჟამადაც ფუნქციონირებს მშობელთა სკოლა,(ყოველ შაბათს 2 საათზე) ვცდილობთ დავეხმაროთ
როგორც ჩვენი ბავშვების
მშობლებს, ასევე იმ მშობლებსაც, რომელთა ბავშვების მიღება ვერ მოხერხდა
ცენტრში არასაკმარისი ფართისა და ადამიანური რესურსის გამო. მშობელთა სკოლის მეშვეობით ჩვენ
ვეხმარებით მშობლებს იმ მეთოდის ათვისებაში, რომლითაც ჩვენ ვმუშობთ, რათა მათ
შეძლონ დამოუკიდებლად იმუშაონ საკუთარ შვილებთან მიმართული ქცევის ანალიზის მეთოდით.
წამყვანი
ქვეყნების გამოცდილება:
წამყვანი ქვეყნების გამოცდილებით ადრეული დიაგნოსტიკა
და აქედან გამომდინარე ადრეული, ინდივიდუალური, ინტენსიური ინტერვენცია ქცევის ანალიზით (კვირაში 40 საათი)
18-30 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის, იძლევა შთამბეჭდავ შედეგს - დაახლოებით 48 % ასეთი
ბავშვებისა 2 წელიწადში განვითარების დონით უტოლდება თავისი ასაკის ნორმალურ ბავშვებს
და პრაქტიკულად ჯანსაღდება, ხოლო დანარჩენი ბავშვების მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება
(ამერიკული კლინიკური კვლევების მიხედვით). ნებისმიერ ასაკში ამ ტიპის ჩარევა იძლევა
საგრძნობ გაუმჯობესებას, როდესაც ამ სერვისის არარსებობისას- მათი დიდი ნაწილი მთელი
სიცოცხლის მანძილზე შესაძლოა მომვლელს საჭიროებდეს.
·
აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური მეცადინეობა
ასა-ს მქონე ბავშვებისათვის განსხვავდება
სპეციფიკით სხვა შეზღუდული უნარების მქონე ბავშვების სწავლების მეთოდებისაგან. სასურველია,
რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, ინდივიდუალური ტრენინგი უტარდებოდეთ კვირაში 30-40
საათის ინტენსივობით. აღსანიშნავია, რომ ასა-ს
მქონე ინდივიდები, ოპტიმალური მკურნალობის შემთხვევაში, ინტელექტუალური მაჩვენებლებით
ხშირად წინ უსწრებენ სხვა უნარშეზღუდულებს და გარკვეულ უნარებში ნორმალურ ბავშვებსაც
კი.
მდგომარეობა საქართველოში
·
საქართველოში განხორციელებული კვლევებით,
ქვეყანაში აუტისტური სპექტრის აშლილობის (ასა)
მქონე ინდივიდთა რაოდენობა მაღალია (მოსახლეობის დაახლოებით 1%). ეს მნიშვნელოვანი
მაჩვენებელია პოპულაციისთვის. გარდა ამისა ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, სახეზეა
ზრდის ტენდენცია.
·
ინდივიდუალური ფსიქოლოგიური ტრენინგის ღირებულება
საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ძალიან მაღალია. თუ გავითვალისწინებთ,
რომ ასეთ ბავშვებს სჭირდებათ კვირაში მინიმუმ 25 საათი მეცადინეობა, სრულიად ნათელია,
რომ ოჯახების უმრავლესობა ვერ შეძლებს ამ თანხის გადახდას. არადა საჭირო სერვისის შემთხვევაში
ბავშვების დიდი რაოდენობა ,როგორც ზემოთ აღვნიშნეთ თითქმის ნახევარი, 2 წელიწადში პრაქტიკულად
კარგავს დიაგნოზს.
·
პრობლემაა აგრეთვე ასა-ს მქონე ინდივიდების სამედიცინო მომსახურება. თითქმის ყველა ასეთ ბავშვს აქვს კუჭ-ნაწლავის პრობლემა. გართულებული კომუნიკაცია ხშირად შეუძლებელს ხდის ექიმისათვის სწორად განსაზღვროს ავადმყოფის ჩივილები და სწორად დანიშნოს მკურნალობა. ამიტომ დღის წესრიგში დგება სამედიცინო პერსონალის ტრენინგი და ამ
გზით მათი მომსახურების გაუმჯობესების საკითხი.
ჩვენი უახლოესი
გეგმები:
·
2013 წლის
აუტიზმის წლად გამოცხადებასთან დაკავშირებით, აუტიზმის საერთაშორისო დღე - 2 აპრილი,
განსაკუთრებულად გვინდა აღვნიშნოთ.
კერძოდ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრის თანამშრომელთა
დახმარებით, გადავიღეთ ფილმი, რომელიც პოპულარულად და ამავდროულად საკმაოდ
თვალსაჩინოდ წარმოაჩენს „აუტიზმს“,
მასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების იმ რესურსს, რომელიც დღეს
საქართველოში არსებობს.
შევეცდებით ფილმის პრეზენტაციისას მასპინძლობა ჩვენი ცენტრის აღსაზრდელებმა თავად
გასწიონ.
·
მშობელთა სკოლის ფუნქციონირება
ასა-ს მქონე პირთა ნათესავებისთვის გაგძელდება. ასა-ს მქონე ბავშვების უმეტესობისათვის დღეს
სწავლა შეზღუდულია აუტიზმის ცენტრების შეზღუდული რაოდენობის გამო. ამ ფონზე
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისა და ნათესავებისათვის სწორი
ინფორმაციის მიწოდება აუტიზმის შესახებ, რაც დაეხმარება მათ სწორად ააწყონ
ურთიერთობა ბავშვებთან, შეცვალონ და უფრო მეტად მორგებული გახადონ გარემო
ბავშვებისათვის, გაუადვილონ მათ ინტეგრაცია საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია, რომ
მშობლები დაეუფლონ მიმართული ქცევის
ანალიზის
მეთოდს, რათა თავად შეძლონ ბავშვების ინდივიდუალური მეცადინეობა.
·
გავაგრძელოთ კანონპროექტებზე
მუშაობა რომლებიც მიმართულია ასა-ს
მქონე პირთა უფლებების დასაცავად, ამიტომ ვაგრძელებთ:
1.
უფლებების
ადვოკატირებას, მათთვის აუცილებელი სპეციფიური სერვისის
მიღების შესაძლებლობაზე ზრუნვას რაცხელს შეუწყობს მათტვის აუცილებელი სერვისის ხელმისაწვდომობის ზრდას,
სოციალური უფლებების გაუმჯობესებას, მათ ჯანდაცვაზე ზრუნვას;
2.
ოჯახის წევრების ინფორმირება
თუ რა ტიპის ინტერვენციაა მათთვის ეფექტური და როგორ შეძლონ მათთან მეცადინეობა დამოუკიდებლად.
ნათესავების ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაზე ზრუნვა;
3.
ჩართვა
სხვადასხვა ღონისძიებაში საჯარო სკოლის ბავშვებთან ერთად მათი.
კერძოთ, სტუმრების მასპინძლობის დასწავლა, საჯარო სკოლის ბავშვებთან და მათ მშობლებთან
ერთად ერთობლივი გასვლითი ღონისძიებების მოწყობა და ა. შ.;
4.
საჭირბოროტო საკითხების უფრო ეფექტურად
მოგვარების მიზნით ვიმუშაოთ შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის, აგრეთვე განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროებთან, როგორც დამოუკიდებლად, ასევე შშმ პირთა საკიხებზე მომუშავე საკოორდინაციო
საბჭოს მეშვეობით.
5.
ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან
ვისაც აქვს სურვილი დაშესაძლებლობა იზრუნოს ამ ბავშვების მომავალზე.
შორეული
მიზნები:
·
ვიზრუნოთ, ასა-ს მქონე ბავშვებისათვის, მათივე
დიაგნოზის საფუძველზე შშმ პირთა სტატუსის მინიჭებისათვის. ამ ბავშვების
წარმატებული აბილიტაციის სერვისის მიწოდების ხელშეწყობის მიზნით, ჩვენს მიერ
მომზადდა კანონპროექტი ასა- სმქონე
ინდივიდთა დიაგნოსტიკისა და აბილიტაციის წესის შესახებ, რომელიც მიზნად
ისახავს აუტისტური სპექტრის აშლილობის
მქონე ინიდივიდთა დიაგნოსტირებისა და
აბილიტაციის სერვისის სწორ დაგეგმვას,
კომპეტენტური მულტიდისციპლინური გუნდის
მეშვეობით, რომლის უფლებამოსილებაც უნდა
რეგულირდებოდეს საქართველოს
კანონმდებლობითა და შესაბამისი
გაიდლაინებით. ამ მიზნით ითარგმნა და ნაწილობრივ ადაპტირდა ამ პროცესებზე
მაქსიმალურად მორგებული აუტიზმის
ირლანდიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ შემუშავებული პრაქტიკული და ამერიკული
გაიდლაინები,რომელიც მოწოდებულია ბავშვთა დიაგნოსტირებისა და შეფასებისათვის, და
ემყარება საერთაშორისო, სანდო, სტანდარტულ კლინიკურ გამოცდილებას. სამწუხაროდ,
ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე, ბევრი ინსტრუმენტი და ცხრილი არაა შეძენილი
და ადაპტირებული (ალბათ დროთა განმავლობაში მათი შეძენა-ადაპტირება მოხდება),
თუმცაღა ჩვენს ხელთ არსებული რესურსი, შეფასების გამოცდილება და დიაგნოსტირების
ინსტრუმენტების ჩამონათვალი, საკმარისია იმისათის, რომ ამ ეტაპზე მოგვცეს
საშუალება, მივიღოთ დიაგნოსტირებისა და შეფასებისათვის საკმაოდ ღირებული
გაიდლაინები, აგრეთვე გავწიოთ საკმარისად წარმატებული სერვისი, იმ კონტიგენტის მიმართ, რომელიც უკვე იღებს ჩვენთან
ამ სერვისს (ჯერ-ჯერობით არაუმეტეს 29 ბავშვისა). იმედი გვაქვს,რომ მომავალში ამ
გამოცდილებისა და მოდელის მოდელირება და
გაფართოება აუცილებლად მოხდება. ამიტომ,
·
პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს,
ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს მიეწოდათ ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი
და გაიდლაინები ასა-ს მქონე პირთა დიაგნოსტირების,
შეფასების და აბილიტაციის მეთოდების შესახებ, ჩვენ ვეცდებით, რომ მივიღოთ კონკრეტული
პასუხები ჩვენს მიერ დასმულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რამაც ხელი უნდა
შეუწყოს აუტიზმის სახელმწიფო პოლიტიკის.
შექმნას, რომლის მწვავე საჭიროებაც უკვე დღის წესრიგში დგას.
No comments:
Post a Comment